Sunday 18 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

სოხუმში დააკავეს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ გმირი ახრა ავიძბა

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გამოძიებამ ბრალდება წაუყენა დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწეს, ახრა ავიძბას, რომელიც 4 მარტს დააკავეს სოხუმში. ბრალდება გულისხმობს იარაღის უკანონო შენახვას. ამის თაობაზე იტყობინება „ეხო კავკაზა“,  რომელიც ეყრდნობა ავიძბას ადვოკატს, რომელიც შეხვდა  ბრალდებულს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში. ავიძბა, ცნობილი საველე მეთაურია, რომელიც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში  იბრძოდა  ის, როგორც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობის უმეტესობა, რუსეთის მოქალაქეა. ავიძბასთან ერთად, მისი ცოლის თქმით, დააკავეს მისი ხუთი მეგობარი, რომლებიც ასევე უკრაინაში იბრძოდნენ. იარაღის უკანონო შენახვისთვის დე ფაქტო კანონმდებლობით მას ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. ავიძბა დონბასის ომის მონაწილეა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა. ის შარშან ივნისში დაინიშნა პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო საკითხებში.  ნოემბერში დაწერა განცხადება განთავისუფლებაზე და რადგან „დაკარგა საერთო საქმის მიმართ რწმენა“. ავიძბამ დაკავებამდე გაავრცელა ცნობა, რომ შექმნა ახალი პოლიტიკური გაერთიანება.  


Latest News
Hashtags:   

სოხუმში

 | 

დააკავეს

 | 

„დონეცკის

 | 

სახალხო

 | 

რესპუბლიკის“

 | 

გმირი

 | 

ავიძბა

 | 

Sources