Sunday 18 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

პირველად ბოლო კვირაში კოვიდ-19-ის შემთხვევების რიცხვმა ევროპაში კვლავ მოიმატა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპაში კვლავ დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მატება, პირველად ბოლო კვირაში. მანამდე, ექვსი კვირის განმავლობაში ეს რიცხვი იკლებდა. გასულ კვირაში ევროპის ქვეყნებში ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვმა მილიონს მიაღწია, რაც 9 პროცენტით მეტია წინა კვირაზე. ზრდას უკავშირებენ ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებას და ასევე საზოგადოებების გახსნას , შეზღუდვების შერბილებას, როცა ეს ხდება არა უსაფრთხო და გაუკონტროლებელი ფორმით“ , განაცხადა ორგანიზაციის ევროპის რეგიონის განყოფილების დირექტორმა, ჰანს კლუგემ.   სწრაფად გადამდები, ე.წ. ბრიტანული ვარიანტი, რომელიც შარშან ინგლისში იქნა აღნუსხული,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან 27-ში გავრცელდა. აშშ-თან, ისრაელთან, ჩილესა და არაბთა საამიროებისგან განსხვავებით ევროპაში მოსახლეობის აცრის ტემპი დაბალია. ევროპის სხვადსხვა ქვეყანაში, ამ ეტაპზე შეზღუდვების და კარანტინის განსხვავებული სიმკაცრე მოქმედებს. 6 მარტს პანდემიის გამო შეზღუდვების გამკაცრების მიმართ საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა ავსტრიაში, შვეიცარიაში და ირლანდიაში . გერმანიაში პირველად გამოჩნდა და სწრაფად გაიყიდა  კორონავირუსის პირველი სწრაფი ტესტები. გავრცელდა ცნობები, რომ კოვიდ-19-ზე აცრეს ნიგერიის პრეზიდენტი, მუჰამადუ ბუჰარი, ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო და ტიბეტის სულიერი ლიდერი, 85 წლის, დალაი ლამა. აშშ-ის სენატმა დაამტკიცა პანდემიის პერიოდში მოსახლეობის დახმარების 1,9 ტრილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი.


Latest News
Hashtags:   

პირველად

 | 

კვირაში

 | 

კოვიდ

 | 

შემთხვევების

 | 

რიცხვმა

 | 

ევროპაში

 | 

კვლავ

 | 

მოიმატა

 | 

Sources