Thursday 15 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი – „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იმართება

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, სადაც ცოტა ხნის წინ მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომა დამთავრდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს აპროტესტებენ, სადაც, სავარაუდოდ, ისმის ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ხმები. ტელეკომპანიის ცნობით, ისინი, სატელეფონო საუბრისას, კონკრეტული პირების, მათ შორის, ბავშვების დასჯაზე ლაპარაკობენ, რადგან სოციალურ ქსელში მათ მიერ გაკეთებული კომენტარები არ მოეწონათ. ქართულ ოცნებასთან აქტივისტები მივიდნენ პლაკატებით, რომლებსაც აწერია: BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი , მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს . ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ფარული ჩანაწერი ფაბრიკაციაა. მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ის საკითხი, რომელიც დღეს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს: პრემიერთან ვისაუბრეთ დღეს, თუ რა ჩანაწერებზე იყო საუბარი, ეს არის 2010 წლის - ხაზს ვუსვამ, არა 2011 წლის, არამედ 2010 წლის ჩანაწერი, რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები და ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. ეს არის კაგებეშნიკურად დამონტაჟებული მასალა. უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იყოს დაგმობილი. ასეთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში არასწორ განცდებს აჩენს, უნდა იყოს დაგმობილი“. TV პირველის ეთერში გასულ ჩანაწერებს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, მისი თქმით, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს, შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.


Latest News
Hashtags:   

მოძალადე

 | 

ტოკერი

 | 

„ქართული

 | 

ოცნების“

 | 

ოფისთან

 | 

აქცია

 | 

იმართება

 | 

Sources