Thursday 15 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი და 2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ორწლიანი ციკლი მოგებით გახსნა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლისაბონში დაუპირისპირდა პორტუგალიის ნაკრებს და დაამარცხა ანგარიშით 29:16. ქართველთაგან ლელოები გაიტანეს მოდებაძემ, ბრეგვაძემ, მელიქიძემ, მამუკაშვილმა და ჯალაღონიამ. ორი გარდასახვა მიითვალა მათიაშვილმა. მეორე ტურის შეხვედრას ბორჯღალოსნები 14 მარტს, ისევ სტუმრად გამართავენ, ესპანეთის წინააღმდეგ.  


Latest News
Hashtags:   

საქართველოს

 | 

სარაგბო

 | 

ნაკრებმა

 | 

პორტუგალია

 | 

დაამარცხა

 | 

Sources