Thursday 15 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

ჰაკერებმა  აშშ-ის 20 ათასამდე ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში

ჰაკერებმა აზიის და ევროპის ქვეყნებში იშშ-ის 20 ათასადმე ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში. თავდასხმისთვის მათ საფოსტო სამსახური Microsoft Exchange გამოიყენეს. გაზეთი Wall Street Journal-ი და სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ აშშ-ის ხელისუფლების ეჭვით, თავდასხმის უკან ჩინეთი დგას. იერიში, სავარაუდოდ, დაიწყო შარშან, წლის ბოლოს. Microsoft-მა საპროგრამო უზრუნველყოფის სასწრაფო განახლება განახორციელა, რათა ჰაკერებისთვის შანსი არ მიეცა გაეტეხათ კომპიუტერები. 5 მარტის მონაცემებით, მათი მოხმარება საფრთხის ზონაში მყოფ მომხმარებელთა მხოლოდ ათმა პროცენტმა მოახერხა.  WSJ-ის წყარო ვარაუდობს, რომ მათი რიცხვი, ვინც ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, 250 ათასს აღწევს. თუ ეს დადასტურდა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბული ჰაკერული თავდასხმა ისტორიაში. დაზარალებულები Microsoft Exchange-ს მოიხმარენ კომპიუტერებზე და არა ე.წ. cloud services-ს. ამ მიზეზით ვერ შეაღწიეს მსხვილ კომპანიებთან და სახელმწიფო უწყებებთან  ჰაკერებმა, თუმცა ზიანი მიაყენეს საქალაქო ადმინისტრაციების ქსელებში, საკრედიტო კავშირებში და მცირე ბიზნესის კომპანიებში.


Latest News
Hashtags:   

ჰაკერებმა

 | 

ათასამდე

 | 

ორგანიზაციაზე

 | 

მიიტანეს

 | 

იერიში

 | 

Sources