Thursday 15 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 1 month ago

ნინო ლომჯარია - წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურებისა და დისკრედიტაციისთვის ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, დისკრედიტაციის, საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია.

ამის შესახებ სახალხო დამცველი ფეისბუქში წერს.

წლებია საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.


Latest News
Hashtags:   

ლომჯარია

 | 

წლებია

 | 

საქართველოში

 | 

ჩვეულ

 | 

პრაქტიკად

 | 

პოლიტიკური

 | 

ოპონენტებისა

 | 

მხრივ

 | 

არასასურველი

 | 

ადამიანების

 | 

მორალური

 | 

განადგურებისა

 | 

დისკრედიტაციისთვის

 | 

ფარული

 | 

ჩანაწერების

 | 

უკანონო

 | 

მოპოვება

 | 

ფაბრიკაცია

 | 

Sources