Thursday 15 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 1 month ago

რას ითვალისწინებს სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა. თბილისის მერის მოადგილის კომენტარი

დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მედიის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ის ინიციატივა განუმარტა, რომელიც დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს.

მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად შემუშავდა.

პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკის ბევრი დარგი, მათ შორის მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა იმ დარგებს, რომლებიც დამოკიდებულია ტურისტულ ნაკადებზე. თბილისის სარესტორნო ბიზნესი არის ის დარგი, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიიღო პანდემიიდან გამომდინარე. თბილისის მუნიციპალიტეტი თავიდანვე აქტიურ კომუნიკაციაში იყო მათთან და რამდენიმე ღონისძიება გაატარა, მათ შორის, საიჯარო ქირების მოხსნასთან თუ მუნიციპალური სივრცეების დათმობასთან დაკავშირებით, რომ გარეთ გამოეტანათ მაგიდები და სკამები. ცენტრალურ დონეზე მოხდა სესხის სუბსიდირება პროცენტის ნაწილში.


Latest News
Hashtags:   

ითვალისწინებს

 | 

სარესტორნე

 | 

ბიზნესისთვის

 | 

სუბსიდირების

 | 

პროგრამა

 | 

თბილისის

 | 

მერის

 | 

მოადგილის

 | 

კომენტარი

 | 

Sources