Sunday 18 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ ანგარიშში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებებზე წერს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2021 წლის ანგარიშში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 2020 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებებზეა საუბარი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლის აპრილში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ბათუმში 40 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წელს საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 32 პროცენტით შემცირდა.



Latest News
Hashtags:   

სახელმწიფო

 | 

დეპარტამენტი

 | 

ყოველწლიურ

 | 

ანგარიშში

 | 

ნარკოტიკების

 | 

წინააღმდეგ

 | 

ბრძოლის

 | 

მიმართულებით

 | 

საქართველოს

 | 

შინაგან

 | 

საქმეთა

 | 

სამინისტროს

 | 

ჩატარებულ

 | 

წარმატებულ

 | 

ღონისძიებებზე

 | 

Sources