Sunday 18 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: კიდევ მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ

ალპებში მსგავსი რელიეფი, გარემო პირობებია და იქ არის განვითარებული ყველაზე მეტად ჰიდროელექტროენერგიის გენერაცია, მათ შორის ასეთი ტიპის კაშხალები, რომელიც აქ არის მოცემული, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ნამახვანჰესზე საუბრისას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჰესის მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექსპერტთა დასკვნები გათვალისწინებული იყო.

გარემოს შეფასების კოდექსი ითვალისწინებს მოსახლეობის ჩართულობას. ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. მათ შორის იყო განხილული წარმოდგენილი კვლევები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს კომუნიკაცია, ალბათ, საკმარისი არ არის და კიდევ მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების გამართვის კუთხით, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ , - განაცხადა დავითაშვილმა.


Latest News
Hashtags:   

ლევან

 | 

დავითაშვილი

 | 

„ნამახვანჰესზე“

 | 

კიდევ

 | 

მეტია

 | 

გასაკეთებელი

 | 

მოსახლეობის

 | 

ფართო

 | 

ფენებთან

 | 

შეხვედრების

 | 

კუთხით

 | 

რისთვისაც

 | 

Sources