Sunday 18 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

თურნავას თქმით, მარტის ბოლოს ვაქცინირებული ტურისტების ჩამოსაყვანად ფრენებია დანიშნული

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ თვის ბოლოს საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე ჩამოვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფრენებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის მედიისთვის გაცნობის დროს ისაუბრა. გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი. მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს სამ ტურისტულ ჩარტერულ რეისს 19, 22 და 23 მარტს თელავივი-ბათუმი-თელავივის მიმართულებით. ეს არის შედეგი ჩვენი პირველი შემსუბუქების , - განაცხადა თურნავამ. ​საქართველოში მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ქვეყანა საზღვრებს უხსნის ტურისტებს ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ მათ გაკეთებული ექნებათ კორონავირუსზე ვაქცინის ორივე დოზა. ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაწყებულია.


Latest News
Hashtags:   

თურნავას თქმით

 | 

მარტის

 | 

ბოლოს

 | 

ვაქცინირებული

 | 

ტურისტების

 | 

ჩამოსაყვანად

 | 

ფრენებია

 | 

დანიშნული

 | 

Sources