Saturday 17 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

წყალბურთის კლუბი თბილისის „დინამო“ „ჰანოვერთან“ დამარცხდა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, წყალბურთის კლუბმა თბილისის „დინამომ , ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე თამაში ჩაატარა და მესამედ წააგო. ზურაბ რურუას გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტში 2 მარტს გამართულ შეხვედრაში ჯგუფის აუტსაიდერ „ჰანოვერს დაუპირისპირდა და შვიდბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 3:10. სამი მეოთხედი ისე დასრულდა, ქართველმა წყალბურთელებმა ერთი გოლიც ვერ გაიტანეს. მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლეს მეტოქის კარის აღება. 3 მარტს „დინამოს“ გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგე ელის, მასპინძელ „ფერენცვაროშის სახით.


Latest News
Hashtags:   

წყალბურთის

 | 

კლუბი

 | 

თბილისის

 | 

„დინამო“

 | 

„ჰანოვერთან“

 | 

დამარცხდა

 | 

Sources