Wednesday 21 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა საქართველოს ერთი მოქალაქე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის საგუშაგოზე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს პოლიციას გადასცა დაკავებული მალხაზ დოლუაშვილი.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მცხოვრები სამი დღის წინ უკანონოდ დააკავეს. როგორც სუსი აღნიშნავს, ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი . მომხდარის შესახებ აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას; ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი.


Latest News
Hashtags:   

ცხინვალის

 | 

ფაქტო

 | 

ხელისუფლებამ

 | 

გაათავისუფლა

 | 

საქართველოს

 | 

მოქალაქე

 | 

Sources