Monday 19 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

გიგა ბოკერია - კიდევ ერთხელ ვიმუშავებთ, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მიერ წამოწყებულ ინიციატივას ჰქონდეს შანსი, ქვეყანაში განმუხტოს ვითარება

მთელი მუღამი, პრეზიდენტ მიშელის შემოთავაზებისა არის ის, რომ ყველა ის საკითხი არის იმ მონახაზში, რაც მან გააკეთა გუშინ პრესკონფერენციის დროს. ბრიფინგზე როცა კითხეს, როდესაც პრეზიდენტი მიშელი გვერდით ედგა, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავთ თუ არაო, პასუხი არ გასცა, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გუშინდელთან შედარებით შეცვლილია.

დღევანდელი რეაქცია არის არასასარგებლო განმუხტვის შანსებისთვის და რა თქმა უნდა ამის შესახებ ჩვენც მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს ყველა პარტნიორს. კიდევ ერთხელ ვიმუშავებთ, რომ ამ ტიპის მაღალი თანამდებობის პირის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მიერ წამოწყებულ ინიციატივას ჰქონდეს შანსი, რომ ქვეყანაში განმუხტოს ვითარება. ბუნებრივია, ამას დასჭირდება პოლიტიკური ნება და დღევანდელი განცხადება, რომელიც გუშინდელს ეწინააღმდეგებოდა, არის კიდევ ერთხელ პრობლემა, ქვეყნის პრობლემა , – განაცხადა ბოკერიამ.





Latest News
Hashtags:   

ბოკერია

 | 

კიდევ

 | 

ერთხელ

 | 

ვიმუშავებთ

 | 

საქართველოს

 | 

სტრატეგიული

 | 

პარტნიორის

 | 

წამოწყებულ

 | 

ინიციატივას

 | 

ჰქონდეს

 | 

შანსი

 | 

ქვეყანაში

 | 

განმუხტოს

 | 

ვითარება

 | 

Sources