Monday 19 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

სომხეთის პრეზიდენტმა კვლავ უარი უთხრა ფაშინიანს გენშტაბის უფროსის მოხსნაზე

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა ხელი მოეწერა ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის მოხსნაზე და „სამხედრო სამსახურისა და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ მოქმედი კანონის თანახმად,  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, განიხილოს აღნიშნული საკითხი გენერალი ონიკ გასპარიანი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაითხოვა 25 თებერვალს, მისი თქმით, გადატრიალების მცდელობის გამო, რომელიც მის ჩამოგდებას ისახავდა მიზნად. შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ნოემბერში აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი ყარაბაღის ომის დასასრულებლად. სომხეთის არმიის გენშტაბის უფროსის პოსტიდან გენერლ ონიკ გასპარიანის გათავისუფლების თხოვნით პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტს 25 თებერვლას მიმართა. მაგრამ არმენ სარქისიანმა გასულ შაბათს ბრძანების პორექტი შენიშვნებით უკან დაუბრუნა ნიკოლ ფაშინიანს, რომელმაც ხელმეორედ გაუგზავნა გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა ქვეყნის პრეზიდენტს. არმენ სარქისიანმა 2 მარტს განაცხადა, რომ გასპარიანის მოხსნა არაკონსტიტუციურად მიაჩნია. ამასთან სომხეთსი პრეზიდენტი კვლავ პირობას დებს, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კვლავ გადადგამს ნაბიჯებს ვითარების შემდგომი სტაბილიზების მიზნით და მოუწოდებს ყველას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენონ როგორც პლატფორმა ყველა არსებული პორბლემის მოლაპარაკების გზით გადასაჭრელად. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით 1 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე ერევანში მის გადადგომას მოითხოვს ოპოზიცია, გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს რეფერენდუმი ქვეყანაში მმართველობის ფორმის შეცვლის შესახებ. ფაშინიანმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების სომხური რედაქცია. სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეთავაზების პასუხად, 2 მარტს, ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატმა ნაირა ზოგრაბიანმა განაცხადა, რომ ის და მისი პოლიტიკური ძალა წინააღმდეგია იმისა, რომ „ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს იმ პირმა, რომელიც ტოტალურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს“. დეპუტატს მხედველობაში ჰყავდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის მიერ ორგანიზებულ აქციას წინა დღით, ხელისუფლების მორიგი მარცხი უწოდა.


Latest News
Hashtags:   

სომხეთის

 | 

პრეზიდენტმა

 | 

კვლავ

 | 

უთხრა

 | 

ფაშინიანს

 | 

გენშტაბის

 | 

უფროსის

 | 

მოხსნაზე

 | 

Sources