Thursday 22 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

ხათუნა სამნიძე - „პოლიტიკოსების ვალია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ასე არ გავხლიჩოთ საზოგადოება და ერთმანეთს საქმიანად ვესაუბროთ

„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აცხადებს, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის კრიზისი სწრაფად არ დასრულდება, თუმცა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე დარჩენილი მომდევნო ორი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება: „იმდენად ღრმაა კრიზისი და იმდენად ბევრი შეცდომაა დაშვებული, რომ საკმაო დრო დაგვჭირდება, სანამ შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ეს კონკრეტული ორკვირიანი ვადა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროცესი დაჩქარდეს, ან ტონუსში ვიყოთ პოლიტიკოსები, განსაკუთრებით - „ქართული ოცნება“, რომელმაც კონკრეტული შედეგები და პირველი ნაბიჯები უნდა აჩვენოს ჩვენს პარტნიორს. ამიტომაც, ორ კვირაში რაღაც ტიპის ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმის საჩვენებლად, რომ მზად ვართ მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის“. ხათუნა სამნიძის განცხადებით, 1 მარტის შეხვედრებზე მონაწილეების მიერ დაისვა ნდობის საკითხი: „პირველი საკითხი, რომელიც დაისვა ყველას მხრიდან და მეც ხაზი გავუსვი პირველ შეხვედრაზე და შემდეგ გაერთიანებულ შეხვედრაზე, ეს არის ნდობა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არის მინუსებში, საერთოდ არ არსებობს. ნოლი თუ იყო ადრე და სკეპტიკურად ვიყავით ერთმანეთის მიმართ განწყობილი წარსულის გამო, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ეს ნდობა საერთოდ გაანადგურა, კარი მოგვიჯახუნა „ქართულმა ოცნებამ“ და მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომ არა შარლ მიშელის ასეთი პირადი ინიციატივა, მოწოდება და თხოვნა ჩვენს მიმართ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დაიჭირეს“. რესპუბლიკელთა ლიდერი თვლის, რომ პოლიტიკოსების ვალია, არ გახლიჩონ საზოგადოება და ერთმანეთს საქმიანად ესაუბრონ.


Latest News
Hashtags:   

ხათუნა

 | 

სამნიძე

 | 

„პოლიტიკოსების

 | 

ვალია

 | 

ჩვენი

 | 

პასუხისმგებლობაა

 | 

გავხლიჩოთ

 | 

საზოგადოება

 | 

ერთმანეთს

 | 

საქმიანად

 | 

ვესაუბროთ

 | 

Sources