Monday 19 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

ოპოზიციამ აქციების მოდიფიკაციის საკითხი განიხილა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ იმსჯელეს აქციების ფორმებზე. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, ამის უფლებას არ მივცემთ, რომ რაღაც სხვა რიტორიკა და პროპაგანდა შემოგვთავაზონ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე აქციების მოდიფიკაციაზე. ვიმსჯელებთ ასევე ფორმებზე. პიკეტირება დღეს არ ყოფილა და არ იქნება“, - თქვა დეკანოიძემ. ზაალ უდუმაშვილი: დღევანდელი პიკეტირების აქციით გვინდა ხმა გავაგონოთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პოლიტიკოსი ორბელიანების სასახლეში წარდგენილი საკითხების ჩარჩოდან გამოყოფს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას, „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს და ვადამდელ არჩევნებს.  რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა ორბელიანის სასახლეში განხილული 6 საკითხი 26 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის სახელით გამოაცხადა, რომ 2 მარტს იგეგმებოდა პარლამენტის პიკეტირება. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, გუშინ, 1 მარტს შედგა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 2 მარტს, აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის პიკეტირებით ოპოზიცია აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს.  ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობა მართლმსაჯულების საკითხია და ხელისუფლება ვერ ჩაერევა. ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი ვადამდელი არჩევნების ჩატარების და ეს „წითელ ხაზად რჩება.


Latest News
Hashtags:   

ოპოზიციამ

 | 

აქციების

 | 

მოდიფიკაციის

 | 

საკითხი

 | 

განიხილა

 | 

Sources