Tuesday 13 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

ზაალ უდუმაშვილი: ღარიბაშვილის რიტორიკის შეცვლა ალბათ ერთ კაცთან კონსულტაციების შედეგია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკის შეცვლა, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან, კერძოდ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგია. „როდესაც საუბრობდა, რომ პოლიტსაბჭოსთან უნდა ვითათბიროო, პოლიტსაბჭოში ალბათ ერთი ადამიანი იგულისხმებოდა მხოლოდ“, - უთხრა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. ”თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არ იქნება საუბარი, რაზე უნდა ვისაუბროთ მაშინ საერთოდ. თუმცა გუშინ სულ სხვა საუბარი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და სულ სხვა გზავნილები იყო. ასე რომ ჩვენ ველოდებით ეხლა უახლოეს დღეებში ალბათ რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს კონკრეტულ გზავნილებს იმიტომ, რომ დრო ძალიან ცოტაა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების მიხედვით, მმართველი გუნდის პოზიცია ნიკა მელიას საქმესა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია. განმარტებები პრემიერმა 2 მარტს საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ვადამდელი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური მიზეზი და ეს წითელ ხაზად რჩება.მან ასევე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობა მართლმსაჯულების საკითხია და ხელისუფლება ვერ ჩაერევა. ოპოზიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ. არსებული კრიზისის ფონზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირველი დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით, გუშინ, 1 თებერვალს შედგა. ამ შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ აცხადებდნენ, რომ განსახილველ საკითხებს შორის ისევ რჩება ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.  


Latest News
Hashtags:   

უდუმაშვილი

 | 

ღარიბაშვილის

 | 

რიტორიკის

 | 

შეცვლა

 | 

ალბათ

 | 

კაცთან

 | 

კონსულტაციების

 | 

შედეგია

 | 

Sources