Wednesday 21 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

ნიგერიაში გაათავისუფლეს სკოლიდან გატაცებული ასეულობით გოგონა

ნიგერიაში გაათავისუფლეს ასეულობით გოგონა, რომლებიც შეიარაღებულმა პირებმა გასულ კვირაში გაიტაცეს სკოლიდან ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ზამფარის შტატში. ყველა 279 მოწაფე გოგონა თავისუფალია, განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. მედია ადრე იუწყებოდა, რომ გატაცებულთა რიცხვი 317-ია, მაგრამ, როგორც დადგინდა, Reuters-ის თანახმად, გოგონების ერთმა ჯგუფმა თვითონ მოახერხა გაქცევა და ამან გამოიწვია რიცხვებში შეუსაბამობა. შტატის გუბერნატორის, ბელო მატავალეს თქმით, გოგონების გათავისუფლების მიზნით გადალახული იყო წინააღმდეგობათა რიგი, მაგრამ მას არ დაუზუსტებია, როგორ მოხდა მოწაფეების განთავისუფლება. ნიგერიაში, სადაც ასეთი გატაცებები ხშირია, ადგილობრივი მმართველები არ ამხელენ, რომ გამტაცებლებს ფულს უხდიან. როცა გასულ კვირაში სკოლიდან გოგონების გატაცება მომხდა, ნიგერიის პრეზიდენტმა, მოჰამად ბუხარიმ, ადგილობრივ ხელისუფლებს მოუწოდა, „გადახედონ დამნაშავეებისთვის ფულის და მანქანების გადაცემის პოლიტიკას“ და დაამატა, რომ ასეთი პრაქტიკა „კატასტროფად“ შემოგვიბრუნდებაო. ფულთან ერთად გამტაცებლები მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ ხშირად მოითხოვენ მათი ამხანაგების საპატიმროებიდან გამოშვებას.


Latest News
Hashtags:   

ნიგერიაში

 | 

გაათავისუფლეს

 | 

სკოლიდან

 | 

გატაცებული

 | 

ასეულობით

 | 

გოგონა

 | 

Sources