Monday 12 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

ფრიდონ ინჯია: ყველამ ვიცით, რომ არჩევნები ოცნებამ მოიგო

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ევროპელი სოციალისტებიდან , ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო და მისთვის გაუგებარია მათი შეთავაზება ოპოზიციასთან. არჩევნების საკითხზე მოსაზრების დასაფიქსირებლად მან საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენა ოცნების ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები 31 ოქტომბერს ოცნებამ მოიგო, თუნდაც ერთი ხმით. თუ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას და არის კანონის უზენაესობა, მაშინ ოცნება თავის ადგილზე უნდა იყოს. ჩემთვის გაუგებარია ის წინადადებები, აი, შეიქმნას, საგამოძიებო კომისია - ეგ საჭიროა, მაგრამ იქ ისეთი პირობა, ერთი პროცენტიც თუ იქნება ცდომილება, იქნება ახალი არჩევნები - რატო ვევაჭრებით?! რატომ ვდებთ იქ ერთი პროცენტი იქნება თუ ორი პროცენტი, რატომ უნდა იყოს ეს?! - თქვა ინჯიამ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყველა ოპოზიციური პარტია გაყალბებულს უწოდებს. ამ მიზეზით 8 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტიდან 7 ამ დრომდე არ შესულა. ისინი რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ. ფრიდონ ინჯია პარლამენტის დეპუტატი პატრიოტთა ალიანსის სიით გახდა - თავად ამ პარტიამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, მისმა ლიდერებმა კი მანდატებზე უარი თქვეს. ინჯია სწორედ პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ადგილმონაცვლედ შევიდა. ოპოზიციის პარლამენტში შესასვლელად ქართულმა ოცნებამ მათ შესთავაზა საგამოძიებო კომისიის შექმნა და არჩევნებზე 1 პროცენტიანი ცდომილების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი ახალი არჩევნების ჩატარება.


Latest News
Hashtags:   

ფრიდონ

 | 

ინჯია

 | 

ყველამ

 | 

ვიცით

 | 

არჩევნები

 | 

ოცნებამ

 | 

მოიგო

 | 

Sources