Sunday 18 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაასრულა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ოპოზიციის წარმომადგენლებმა დატოვეს. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება დასრულებულია.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პარალელურად, ოპოზიცია ქუჩის აქციების გეგმას არ ცვლის. საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტულ შედეგს არ დაინახავენ.

პარლამენტის პიკეტირება დღეს სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია ბოლოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დატოვეს.

როცა ერთი კვირის წინ მოხდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი და ნიკა მელიას დაკავება. ამ ქვეყანაში ერთადერთი გამოსავალია სამოქალაქო პროტესტი , - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა.

პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია გაიმართა.


Latest News
Hashtags:   

ოპოზიციამ

 | 

პარლამენტის

 | 

შესასვლელების

 | 

პიკეტირება

 | 

დაასრულა

 | 

Sources