Monday 12 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 1 month ago

ამირან გამყრელიძე: ვცდილობთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით დაიწყოს

დათვალეთ რამდენია ქვეყანა, რომელიც იღებს იმ ვაქცინებს, რომელიც იღებს თქვენ ძალიან გაინტერესებთ. ესენია „მოდერნა“, პფაზერი“ და „ასტრაზენეკა“, - ასე მიმართა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენყტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, ამ სამი ვაქცინიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ავტორიზირებული აქვს მხოლოდ 2 ვაქცინა: პფაზერი“ და „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“ კი ატორიზაციას ჯერ კიდევ ელოდება.

„ნახეთ, სად რომელი ვაქცინებით იცრებიან და რამდენი ქვეყანა რომელი ვაქცინით იცრება. ევროოკავშირის ქვეყნების უმრავლესობა დღე იცრება „ასტრაზენეკასა“ და „პფაიზერის“ ვაქცინით, ასევე „მოდერნას“ ვაქცინით. ის 103 ქვეყანა, რომელზეცც თქვენ საუბრობთ, ჯერჯერობით იცრება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაავტორიზირებული ვაქცინებით, თუმცა ისინი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. ესენია: ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთის წარმოების და ა.შ. ჩვენ შემოგვაქვს ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები, ვცდილობთ და ძალიან გვინდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყოს, ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


Latest News
Hashtags:   

ამირან

 | 

გამყრელიძე

 | 

ვცდილობთ

 | 

საქართველოში

 | 

კორონავირუსის

 | 

საწინააღმდეგო

 | 

ვაქცინაცია

 | 

ჯანმრთელობის

 | 

მსოფლიო

 | 

ორგანიზაციის

 | 

პრეკვალიფიცირებული

 | 

ვაქცინით

 | 

დაიწყოს

 | 

Sources