Monday 12 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 1 month ago

ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქთან შეხვედრაზე: სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას

ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და დიდი ბედნიერებაა უწმინდესთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ჟურანლისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დრო გამოწვევებით აღსავსეა და საზოგადოება ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ უპრეცედენტო შეტევის მომსწრე გახდა.

არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია. არის მტრული და არ ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. მე, როგორც მთავრობის მეთაურმა. სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას და დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


Latest News
Hashtags:   

ირაკლი

 | 

ღარიბაშვილი

 | 

პატრიარქთან

 | 

შეხვედრაზე

 | 

სრული

 | 

მხარდაჭერა

 | 

გვერდში

 | 

დგომა

 | 

აღვუთქვი

 | 

ეკლესიას

 | 

Sources