Wednesday 21 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკებების გადატვირთვა მოხდა, ახლა შესაძლებელი იქნება, ევროკავშირის მხარემ დადოს კონკრეტული წინადადებები

მოლაპარაკებების გადატვირთვა მოხდა, ახლა შესაძლებელი იქნება, ევროკავშირის მხარემ დადოს კონკრეტული წინადადებები, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი პარტნიორების ჩართულობის შედეგად, ქართული ოცნება წითელი ხაზებით აღარ საუბრობს.

გუშინ აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადავიდა მოლაპარაკებები. ვფიქრობ, არასწორი იქნება მეხუთე რაუნდი ან რამე ვუწოდოთ, რადგან თავიდან ბოლომდე გადატვირთვა მოხდა, ფუნქცია შეიცვალა ევროკავშირმა, მისი პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობით, შესაძლებელი იქნება, ევროკავშირის მხარემ დადოს კონკრეტული წინადადებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობაა. რაც შეეხება კონკრეტულად შინაარსს, ის არის თითქმის იგივე, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, დაემატა მართლმსაჯულების საკითხი, დაემატა ოპოზიციისთვის მეტი ბერკეტის მიცემის საკითხი, რომ ზოგადად ქვეყანა ასე იმართებოდეს.


Latest News
Hashtags:   

გიორგი

 | 

ვაშაძე

 | 

მოლაპარაკებების

 | 

გადატვირთვა

 | 

მოხდა

 | 

შესაძლებელი

 | 

იქნება

 | 

ევროკავშირის

 | 

მხარემ

 | 

დადოს

 | 

კონკრეტული

 | 

წინადადებები

 | 

Sources