Friday 16 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

ღარიბაშვილის თქმით, ვადამდელი არჩევნები კვლავ წითელი ხაზია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების მიხედვით, მმართველი გუნდის პოზიცია ნიკა მელიას საქმესთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია. განმარტებები პრემიერმა გუშინ ოპოზიციასთან შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით დღეს გააკეთა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობა მართლმსაჯულების საკითხია და ხელისუფლება ვერ ჩაერევა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ვადამდელი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური მიზეზი და ეს წითელ ხაზად რჩება. მე და ჩემი გუნდი ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე პარტიის ახირების თუ პირადი ინტერესებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ პარტიებს სურთ დიალოგის დაწყება, ჩვენ გავხსენით ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი , - დასძინა ღარიბაშვილმა. მასალა ახლდება


Latest News
Hashtags:   

ღარიბაშვილის

 | 

თქმით

 | 

ვადამდელი

 | 

არჩევნები

 | 

კვლავ

 | 

წითელი

 | 

ხაზია

 | 

Sources