Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

ამირან გამყრელიძე: სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „ფაიზერს“ დაასწრებს

დაავადება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ე ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინამდე, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა. როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, მარტში საქართველოში ვაქცინაციის პროცესი აუცილებლად დაიწყება. „მოლაპარაკების იმ წერტილამდე ვართ მისული, რომ მარტში იქნება შესაბამისი დოზები. დიდი ალბათობით „ასტრაზენეკა“ დაასწრებს „ფაიზერს“, მაგრამ მომავალი კვირას „ფაიზერთან“ გვაქვს ტელეკონფერენცია, სადაც გვეცოდინება „ფაიზერის“ ბოლო გადაწყვეტილება. „ასტრაზენეკას“ გარკვეული დოზები, დიდი ალბათობით, დაასწრებს და ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყება მარტში იმ სქემით, რომელიც ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვითაა გათვალისწინებული. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან ბევრ კომპანიასთან, ასევე თვალყურს ვადევნებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურ სიას, რომელიც უკეთებს დასტურს სხვადასხვა ვაქცინას, რომ ის აღიარებულია. პარალელურად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კოვაქსთან, ასევე 4-5 მწარმოებლებთან, დამატებით დოზებთან მიმართებით“, - უთხრა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“. საქართველოში ამ დრომდე არ დაწყებულა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ფაიზერის ვაქცინის პირველ პარტიას ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებდა, თუმცა, ამჯერად ვაქცინაციის დაწყების სავარაუდო ვადად მარტი სახელდება.


Latest News
Hashtags:   

ამირან

 | 

გამყრელიძე

 | 

სავარაუდოდ

 | 

„ასტრაზენეკას“

 | 

ვაქცინა

 | 

„ფაიზერს“

 | 

დაასწრებს

 | 

Sources