Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

პარლამენტთან ამ დროისათვის გაშლილია 11 კარავი

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ტროტუარზე ამ დროისათვის 11 კარავია გაშლილი.  მათ შორის არის ზუგდიდიდან, ბათუმიდან  და თელავიდან ჩამოტანილი კარვები. ერთ-ერთი კარავი მალხაზ მაჩალიკაშვილს ეკუთვნის. სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე კარვებში გაათიეს.  არსებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში კარვების რაოდენობა პარლამენტის წინ  შესაძლოა კიდევ  გაიზარდოს. გუშინ 26 თებერვალს, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 13:00 საათზე შეიკრიბნენ ფილარმონიასთან, საიდანაც „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ დაიწყო და საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ. პოლიტიკური განცხადებები პარლამენტთან დაგეგმილ მიტინგზეც გაკეთდა. გამოცხადდა მომავალი სამოქმედო გეგმაც. ხანმოკლე გამოსვლების შემდეგ, პოლიტიკური ლიდერების მეთაურობით, მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს და შემდეგ  ისევ პარლამენტთან დაბრუნდნენ. 23 თებერვალს, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს. მომდევნო დღეების განმავლობაში  ამ აქციას შეუერთდნენ ზუგდიდის, თელავისა და ბათუმის „კარვების აქციების“ მონაწილეები. ამ ქალაქებში საპროტესტო კარვები გაშლილი ჰქონდათ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.


Latest News
Hashtags:   

პარლამენტთან

 | 

დროისათვის

 | 

გაშლილია

 | 

კარავი

 | 

Sources