Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

თბილისში კორონავირუსის 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 373  ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი, 177 თბილისზე მოდის.  ქვეყანაში სულ 34 933  ტესტი ჩატარდა, დადებითობის  დღიური მაჩვენებელი კი 1,07 %-ს შეადგენს. . რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება: თბილისი - 177, აჭარა - 19, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 41, გურია - 19, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 14 პაციენტი. ამავე პერიოდში 542 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 270 510შემთხვევა. მათგან 264 589  გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3499 ადამიანი.


Latest News
Hashtags:   

თბილისში

 | 

კორონავირუსის 177 ახალი

 | 

შემთხვევა

 | 

გამოვლინდა

 | 

Sources