Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

ევროკავშირის ლიდერები უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე მსჯელობენ ნატოს ხელმძღვანელთან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 26 თებერვალს ონლაინ სამიტის დროს თავდაცვისა და  უსაფრთხოების თემები განიხილეს. ევროკავშირმა ბოლო წლებში გადადგა ნაბიჯები უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, კერძოდ თავდაცვითი ობიექტების ერთად დაფინანსების საქმეში. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ გამოხატა შეშფოთება, რომ ზეწოლამ შეიძლება ნატოს ზიანი მიაყენოს იმ დროს, როცა აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ცდილობს ალიანსის მოძლიერებას.   ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი შეუერთდა ონლაინ სამიტს და ევროკავშირსა და ნატოს შორს თანამშრომლობის თაობაზე დისკუსიაში ჩაერთო. ევროკავშირის ძალისხმევა კონტინენტზე სამხედრო ძალისხმევებთან ფეხაწყობილია, თქვა სტოლტენბერგმა შეხვედრამდე. „ნატოსთვის მთავარი ამოცანა პანდემიისას ისაა, რომ ჯანდაცვაში კრიზისის უსაფრთხოებაში კრიზისად არ გადაიქცეს“, თქვა მან „რადგან საფრთხე, რომელსაც წავაწყდით პანდემიამდე, კვლავ არსებობს: რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის უფრო სასტიკი ფორმები, დახვეწილი კიბერთავდასხმები, ჩინეთის გაძლიერება, უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილებების ზემოქმედება“. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა  რწმენა გამოთქვა, რომ კავშირების განმტკიცება ევროკავშირსა და ნატოს შორის ევროკავშირსაც გააძლიერებს და ნატოსაც“.


Latest News
Hashtags:   

ევროკავშირის

 | 

ლიდერები

 | 

უსაფრთხოების

 | 

სფეროში

 | 

თანამშრომლობაზე

 | 

მსჯელობენ

 | 

ნატოს

 | 

ხელმძღვანელთან

 | 

Sources