Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

დასავლეთი პარლამენტარები: საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილს საფრთხე შეექმნა

საქართველოში უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ოფისზე იერიშმა მისი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების მიზნით აჩვენა საქართველოში დემოკრატიის და თავისუფლების სისუსტე“, წერია განცხადებაში, რომელიც საქართველოში მოვლენების გამო ევროპის და აშშ-ის გავლენიან პარლამენტარებთან ერთად გაავრცელა ჟიგიმანტას პავილიონისმა, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. ევროპის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეთა  ერთობლივ განცხადებში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის მიერ განცხადებულ სწრაფვებთან და ეწინააღმდეგება შეთანხმებას, რომელიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის გაფორმდა 2020 წლის 8 მარტს და რომელსაც მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნების  და აშშ-ის ელჩებმა. დოკუმენტს ხელს აწერენ  აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის და ჩეხეთის, ასევე ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. ისინი ქართველებს მოუწოდებენ „გაერთიანდნენ, რათა  პოლიტიკური მოგვარების გზა გამონახონ პრობლემებისა, რომლებიც ბოლო წლებში გაჩნდა და არ მისდიონ ტაქტიკას, რომელსაც სხვები იყენებენ ქართველო ხალხის ინტერესების საზიანოდ“. პავილიონისმა თავის მხრივ თქვა, რომ სოლიდარობის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კრემლის მცდელობის და საინფორმაციო იერიშის მიუხედავად, რომელიც განსაკუთრებით სასტიკი იყო ბოლო დღეებში და რომლის მიზანი საქართველოს და ჩვენი გახლეჩაა,  „ჩვენ მარტო არ ვართ ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან ბრძოლაში“. განცხადების ბოლოში წაიკითხავთ, რომ საქართველოს, როგორც თავისუფალი წევრის ადგილი ევროპულ ოჯახში ეჭვგარეშეა, მაგრამ მას საფრთხე შეექმნა ძალადობისა და თავისუფლებაზე    თავდასხმის გამო“. ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ერთი კვირის წინ იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა ოპოზიციის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მას მაშინ პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული უწოდა.


Latest News
Hashtags:   

დასავლეთი

 | 

პარლამენტარები

 | 

საქართველოს

 | 

როგორც

 | 

ევროპული

 | 

ოჯახის

 | 

თავისუფალი

 | 

წევრის

 | 

ადგილს

 | 

საფრთხე

 | 

შეექმნა

 | 

Sources