Thursday 15 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

ირაკლი ჩიქოვანი - მოლაპარაკებები ის აუცილებელი გზაა, რომელიც ჩვენ გვჭირდება

მოლაპარაკებები ის აუცილებელი გზაა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.

ჩიქოვანის თქმით, პოლიტიკური დიალოგისთვის ყველა წინაპირობა არსებობს და უკვე შეთავაზებული ინიციატივებიც, დიალოგის კარგ საფუძველს იძლევა.

რაც შეეხება ოპოზიციის დღევანდელ აქციას, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას შეუძლია დემონსტრაცია ჩაატაროს.

მე მათ მიერ დაყენებულ კონკრეტულ მოთხოვნებს არ შევაფასებ. ფაქტი რჩება ფაქტად - ნიკა მელიას აქვს არჩევანი, იქნება ციხეში თუ არ იქნება. საუბარია იმაზე, რომ სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება აღსრულდეს. გუშინ რეალურად დავინახეთ, რომ არსებობს შესაძლებლობა იმისა, მელიამ საქმიანობა გარეთ გააგრძელოს, თუკი ის სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებს , - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


Latest News
Hashtags:   

ირაკლი

 | 

ჩიქოვანი

 | 

მოლაპარაკებები

 | 

აუცილებელი

 | 

რომელიც

 | 

გვჭირდება

 | 

Sources