Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება [ვიდეო]

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების უწყების ვებგვერდზე – ონლინე.ნაეც.გე.

გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას.

რეგისტრაციის გავლამდე გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ყურადღებით უნდა გაეცნონ შემდეგ ინფორმაციას:

აბიტურიენტები – ცნობარი აბიტურიენტებისათვის ;

მასწავლებლის ტესტირებაში მონაწილეები – დამხმარე კრებულები;

მაგისტრანტობის მსურველები – 2020 წლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები – 2020 წლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები; ცნობარი და ტესტურ დავალებათა ნიმუშები .

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლობის მსურველი პირებისთვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.


Latest News
Hashtags:   

გამოცდებისთვის

 | 

რეგისტრაცია

 | 

პირველი

 | 

მარტიდან

 | 

დაიწყება

 | 

მარტის

 | 

ჩათვლით

 | 

გაგრძელდება

 | 

ვიდეო

 | 

Sources