Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს.

წერილი აქციის მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააცნო.

მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს! მიხარია, რომ აქ ხართ, ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვება და განვითარებული საქართველოს გამარჯვებაა,სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება წამოგეწევა, მაგრამ მე ახლა ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე , ყოველი ახალი წინაღობა, ახალი გამოწვევა, მეტ ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს.


Latest News
Hashtags:   

მელია

 | 

მხარდამჭერებს

 | 

ციხიდან

 | 

წერილს

 | 

უგზავნის

 | 

Sources