Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

ზუგდიდში „ოქროს ბირჟიდან“ ოქროულობა გაიტაცეს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს. გამყიდველების ინფორმაციით, უნივერმაღის ყოფილ შენობაში უცნობი პირი შეიჭრა, ოქროულობა გაიტაცა და მიიმალა.

მათივე თქმით, ბოროტმოქმედი სავარუდოდ შეიარაღებული იყო. თუ რა რაოდენობის ძვირფასეულობაა წაღებული, ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი და საგამოძირბო მოქმედებები მიმდინარეობს.

შსს-ს განცახდებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, საგამოძირბო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


Latest News
Hashtags:   

ზუგდიდში

 | 

„ოქროს

 | 

ბირჟიდან“

 | 

ოქროულობა

 | 

გაიტაცეს

 | 

Sources