Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს

ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია.

ერთი წელი გავიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან. ეს ერთი წელია, მთელი მსოფლიო სრულიად განსხვავებულ, რთულ რეჟიმში ცხოვრობს. უმძიმესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. პანდემია შეეხო ყველას და ყველაფერს.


Latest News
Hashtags:   

ირაკლი

 | 

ღარიბაშვილი

 | 

ჩვენი

 | 

გუნდის

 | 

დროულმა

 | 

რეაგირებამ

 | 

ქართველი

 | 

ექიმებისა

 | 

ეპიდემიოლოგების

 | 

პროფესიონალიზმმა

 | 

ჩვენი

 | 

მოქალაქეების

 | 

მხრიდან

 | 

გამოჩენილმა

 | 

სამოქალაქო

 | 

პასუხისმგებლობამ

 | 

მოგვცა

 | 

შესაძლებლობა

 | 

გავმკლავებოდით

 | 

ვირუსს

 | 

Sources