Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

აქციის მონაწილეების ნაწილის მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან კარვები გაიშლება

აქციის მონაწილეების ნაწილის მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან კარვები გაიშლება.

როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას აღნიშნა, ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება უწყვეტ პროტესტს შეუერთდეს.

ახლა დავიძვრებით ჩიტაძის და შემდეგ უკვე ინგოროყვას ქუჩით კანცელარიისკენ. კანცელარია დღეს მთავარი უტვინობის და ბოროტების სიმბოლოა. ამიტომ ჩვენი ვალია იქ მივიდეთ, ისევე, როგორც ეს უტვინო მოვიდა ჩვენთან, დაგვარბია. პარალელურად, როდესაც ჩვენ ვიქნებით იქ, პარლამენტთან ჩვენი თანამებრძოლები სხვადასხვა ქალაქიდან, გაშლიან კარვებს და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება შემოუერთდეს უწყვეტ პროტესტს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და რიგგარეშე არჩევნებით დამთავრდება. ჩვენი შეკრების მიზანია ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენ ვამბობთ სიტყვას თავისუფლებისთვის, ჩვენი მეგობრები იმღერებენ და იქნება მუსიკა თავისუფლებისთვის. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება ქვეყანას! -აღნიშნა უგულავამ.


Latest News
Hashtags:   

აქციის

 | 

მონაწილეების

 | 

ნაწილის

 | 

მთავრობის

 | 

ადმინისტრაციისკენ

 | 

მსვლელობის

 | 

პარალელურად

 | 

პარლამენტის

 | 

შენობასთან

 | 

კარვები

 | 

გაიშლება

 | 

Sources