Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება გააცნო

ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით მიმდინარე თავისუფლების მარშის აქციაზე ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება გააცნო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების მიმართ დასავლეთიდან ასეთი მასშტაბის და ასეთი მკაფიო შეფასებები აქამდე არასდროს ყოფილა. ოპოზიციური პარტიების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახლა ქართული ოცნების თავზე თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავია.

დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქების უსაფრთხოებისათვის. საპარლამენტო არჩვენების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრების და ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა, ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანაც ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა.


Latest News
Hashtags:   

ბადრი

 | 

ჯაფარიძემ

 | 

პარლამენტთან

 | 

მიმდინარე

 | 

აქციაზე

 | 

საზოგადოებას

 | 

ოპოზიციური

 | 

პარტიების

 | 

ერთობლივი

 | 

განცხადება

 | 

გააცნო

 | 

Sources