Thursday 15 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

ქობულეთის საკრებულომ უფლებამოსილება შეუწყვიტა ნაციონალური მოძრაობის 2 წევრს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, 23 ხმით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულ წევრებს, ბონდო თედორაძეს და მამული სურმანიძეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში თედორაძე და სურმანიძე სხდომებს არ დასწრებიან, რაც უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ სხდომებს პოლიტიკური ბოიკოტის გამო არ ესწრებოდნენ და ამის უფლება აქვთ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 35 დეპუტატია. ბოლო, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისას 6 მანდატი ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, 1 „პატრიოტთა ალიანსმა“ და 27 „ქართულმა ოცნებამ“. საკრებულოში ერთი დამოუკიდებელი დეპუტატიცაა. საკრებულოში პარტიული სიით არჩეული წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს სიის მომდევნო წევრი. საქართველოში თვითმმართველობის მომდევნო არჩვენები 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.


Latest News
Hashtags:   

ქობულეთის

 | 

საკრებულომ

 | 

უფლებამოსილება

 | 

შეუწყვიტა

 | 

ნაციონალური

 | 

მოძრაობის

 | 

წევრს

 | 

Sources