Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

რუსეთი: სომხეთში კრიზისმა ხელი არ უნდა შეუშალოს ყარაბაღის შეთანხმებას

კვლავაც დაძაბული ვითარებაა სომხეთში მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარყო მაღალი რანგის სამხედროთა მოწოდებები გადადგომის შესახებ. მას შემდეგ, რაც მან „გადატრიალების მცდელობაზე“ ილაპარაკა, გაისმა საერთაშორისო მოწოდებები ყველა მხარისადმი, რომ მზარდი პოლიტიკური კრიზისის დეესკალაცია მოახდინონ. ოპოზიცია ფაშინიანისგან გადადგომას მოითხოვს მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიან ყარაბაღში ექვსკვირიანი სამხედრო დაპირისპირების შესაწყვეტად. ნოემბერში ხელმოწერილი ამ შეთანხმებით დასრულდა რეგიონში 44 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი. 26 თებერვალს მოსკოვმა შეშფოთება გამოთქვა სომხეთში მიმდინარე მოვლენების თაობაზე და გაიმეორა, რომ ერევანმა კრიზისის მიუხედავად უნდა დაიცვას ბაქოსთან მიღწეული შეთანხმების პირობები. მაგრამ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს „საფრთხეს“ მთიანი ყარაბაღის თაობაზე მიღწეული შეთანხმებისთვის.   გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ფაშინიანთან. რუსეთი, რომელსაც სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, ერევნის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეა. აშშ-მა, რომელსაც მეგობრული ურთიერთობები აქვს სომხეთთან, გააფრთხილა სამხედროები და ორივე მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალადობისგან. ”ჩვენ ყველა მხარეს შევახსენებთ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპს, რომ სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები არ უნდა ჩაერიონ საშინაო პოლიტიკაში”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 25 თებერვალს.


Latest News
Hashtags:   

რუსეთი

 | 

სომხეთში

 | 

კრიზისმა

 | 

შეუშალოს

 | 

ყარაბაღის

 | 

შეთანხმებას

 | 

Sources