Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

ბირმაში (მიანმარი) უშიშროების ძალებმა დაშალეს დემონსტრაცია ქალაქ რანგუნში

ბირმის (მიანმარი) უდიდეს ქალაქ რანგუნში უშიშროების ძალებმა 26 თებერვალს გამაფრთხილებელი გასროლები გააკეთეს ათასზე მეტი დემონსტრანტის დასაშლელად. სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად შეკრებილ დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები და გაიძახდნენ ლოზუნგებს და აპროტესტებდნენ 1 თებერვალს მომხდარ გადატრიალებას, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში გაიზარდა უშიშროების ძალების რაოდენობა და დემონსტრანტთა თავშეყრის ადგილზე წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანეს. როცა 50-მდე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელმა დემონსტრანტების მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, ისმოდა გამაფრთხილებელი გასროლები. პოლიციელებმა მინიმუმ ერთი დემონსტრანტი დააკავეს. უშიშროების ძალებმა დემონსტრანტები საავტომობილო გზიდან განდევნეს და გააგრძელეს მათი დევნა ახლომდებარე შესახვევებში. ბირმაში მწვავდება დაპირისპირება მეამბოხე ხალხსა და სამხედრო ხუნტას შორის, რომელმაც ჩამოაგდო არჩეული მთავრობა და მისი ლიდერი აუნ სან სუ ჩი და ხელში აიღო ძალაუფლება. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. პუტჩმა, რომელმაც შეაძრწუნა საერთაშორისო თანამეგობრობა, შეაბრუნა ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში მიდინარე დემოკრატიზაციის ნელი პროცესი. 25 თებერვალს სამხედრო ხუნტის მხარდამჭერები თავს დაესხნენ საპროტესტო აქციების მონაწილეებს. თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ შურდულებით, რკინის ჯოხებითა და დანებით. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. აუნ სან სუ ჩი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ არ გამოჩენილა. 26 თებერვალს რანგუნში მისი სახლის წინ 50-მდე მხარდამჭერმა ჩაატარა ლოცვა.


Latest News
Hashtags:   

ბირმაში

 | 

მიანმარი

 | 

უშიშროების

 | 

ძალებმა

 | 

დაშალეს

 | 

დემონსტრაცია

 | 

ქალაქ

 | 

რანგუნში

 | 

Sources