Thursday 15 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით ყირიმი უკრაინაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით. მან გაიმეორა ყირიმის საკითხში აშშ-ის პოზიცია და განაცხადა: „ყირიმი უკრაინაა“. ბლინკენმა რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყირიმის ოკუპაცია, გაათავისუფლოს უკრაინელი პოლიტპატიმრები და უკრაინას დაუბრუნოს ნახევარკუნძულის კონტროლი. მან მოსკოვს ასევე მოუწოდა, შეწყვიტოს აგრესიული მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში. „აშშ არ აღიარებს და არასოდეს აღიარებს ყირიმის ანექსიის მცდელობას,“ განაცხადა ბლინკენმა. მან ასევე მხარდაჭერა გამოუხატა უკრაინულ ინიციატივა „ყირიმის პლატფორმას“ და განაცხადა, რომ სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის გამო, ძალაში დარჩება, სანამ ეს პრობლემები მოგვარდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება უკავშირდება „ყირიმის ოკუპაციის წინააღმდეგობის დღეს“, რომელიც 26 თებერვალს აღინიშნება უკრაინაში. ამ დღეს 7 წლის წინ სიმფეროპოლში ყირიმელ თათართა თემის ინიციატივით მოეწყო დიდი მიტინგი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ლოზუნგით. მეორე დღეს ყირიმის პარლამენტის შენობა რუსეთის სპეცოპერაციის ძალებმა დაიკავეს, დეპუტატებმა კი, როგორც მთელი რიგი მტკიცებულებები მოწმობს, ზეწოლის ქვეშ დაუჭირეს მხარი რეფერენდუმის ჩატარებას. რეფერენდუმს შედეგად მოჰყვა ყირიმის რუსეთისთვის მიერთება 2014 წლის მარტში. ანექსიას არ ცნობს მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი უმრავლესობა.


Latest News
Hashtags:   

სახელმწიფო

 | 

მდივნის

 | 

ენტონი

 | 

ბლინკენის

 | 

თქმით

 | 

ყირიმი

 | 

უკრაინაა

 | 

Sources