Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ზაფხულამდე ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღებას გეგმავენ

ევროკავშირის ლიდერები ზაფხულამდე ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღებას აპირებენ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების საგანგებო სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური მიზანია, რომ ევროკავშირში სამოგზაუროდ საჭირო ერთიანი დოკუმენტი ე.წ. კოვიდპასპორტი ზაფხულამდე შეიქმნას.

ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით საერთო მიდგომაზე მუშაობა გრძელდება. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საერთო მიდგომის შემუშავებას სულ ცოტა სამი თვე დასჭირდება.


Latest News
Hashtags:   

ევროკავშირის

 | 

წევრი

 | 

სახელმწიფოები

 | 

ზაფხულამდე

 | 

კოვიდპასპორტების

 | 

შემოღებას

 | 

გეგმავენ

 | 

Sources