Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის 2021 წლის ცნობარი გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2021 წლის ელექტრონული კრებული - ცნობარი აბიტურიენტებისათვის გამოაქვეყნა.

ცნობარში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.

ცნობარში ასევე მითითებულია გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.

ცნობარის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.


Latest News
Hashtags:   

გამოცდების

 | 

ეროვნულმა

 | 

ცენტრმა

 | 

აბიტურიენტებისთვის

 | 

ცნობარი

 | 

გამოაქვეყნა

 | 

Sources