Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

სალომე ზურაბიშვილი: ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

მისი განცხადებით, 100 წელი გავიდა ქვეყნის ოკუპაციიდან, იმ დღიდან, როცა რუსეთის მე-11 არმიამ მდუმარე თბილისში რუსთაველის გამზირზე ჩამოიარა და დაიწყო 70 წლიანი მონობის ბნელი პერიოდი.

ეს დღე სახელმწიფოს მიერ გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენს მეხსიერებაში ისევ ცოცხლობს თითოეული გმირი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა და იცავდა სამშობლოს დამოუკიდებლობას სამფეროვანი დროშის ქვეშ. საქართველო მარცხს არ შეჰპუებია. ის არ შეეგუა ოკუპაციას. შეუპოვრობა ჩვენი ერის უკვდავებისა და გამძლეობის გენეტიკური ნიშანია.


Latest News
Hashtags:   

სალომე

 | 

ზურაბიშვილი

 | 

გაცოცხლება

 | 

დამოუკიდებელ

 | 

სუვერენულ

 | 

სახელმწიფოდ

 | 

ჩამოყალიბება

 | 

გამარჯვება

 | 

ოკუპაციაზე

 | 

Sources