Wednesday 14 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 2 month ago

მცხეთის რაიონულ სასამართლოში შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში შატილის გზაზე ექვსი თვის წინ მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულების პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ტურისტული სააგენტო თრეველ ჯორჯიას გენერალური დირექტორისა და მიკროავტობუსის მესაკუთრესთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროკურატურა შალვა ბოლათაშვილისა და გოჩა გოგილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს ჩიფ თრეველ ჯორჯიას მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, თბილისიდან შატილში მიკროავტობუსით 20 პირი გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას მიკროავტობუსი ჯერ გზაზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, ხოლო შემდეგ 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.


Latest News
Hashtags:   

მცხეთის

 | 

რაიონულ

 | 

სასამართლოში

 | 

შატილის

 | 

გზაზე

 | 

მომხდარი

 | 

ავარიის

 | 

საქმეზე

 | 

დაკავებულებისთვის

 | 

აღკვეთის

 | 

ღონისძიების

 | 

შეფარდებაზე

 | 

მსჯელობენ

 | 

Sources