Wednesday 3 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 7 days ago

ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ერევნის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში

ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ერევნის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში, რომლის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. აქცია მოაწყო „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობამ“, ათზე მეტი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ, რომელიც გარდამავალი მთავრობის შექმნასა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ამავე ჯგუფმა დღეს დილითაც მოაწყო საპროტესტო მსვლელობა და შეეცადა ფაშინიანისთვის ხელი შეეშალა მთავრობის შენობაში შესვლაში. შენობა პოლიციით იყო გარშემორტყმული. იტყობინებიან, რომ 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის“ რამდენიმე წევრი. ადრე მოძრაობის კოორდინატორმა, იშხან საგატელიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია გეგმავს ყოველდღე გამართოს აქციები ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. მოძრაობის ლიდერთა თქმით, იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი. „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობამ“ 22 თებერვალს ერევანში ორსაათიანი მსვლელობა გამართა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. მსვლელობისას მისი მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის რეზიდენციასთან და მოითხოვეს, რომ პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა, არ მოაწეროს ხელი დოკუმენტებს, რომლებიც მთავრობის ინიციატივით არის შექმნილი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მთავრობას ადანაშაულებენ მთიანი ყარაბაღისთვის ომში დამარცხებაში.


Latest News
Hashtags:   

ათასობით

 | 

ადამიანმა

 | 

მიიღო

 | 

მონაწილეობა

 | 

ერევნის

 | 

ცენტრში

 | 

გამართულ

 | 

საპროტესტო

 | 

აქციაში

 | 

Sources