Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 7 days ago

მელია მოითხოვს საკანში ტელევიზორის შეტანას - ენმ-ის თავმჯდომარეს ლომჯარია ციხეში შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, რომელიც საპოლიციო ძალებმა 23 თებერვალს დააკავეს. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მელია მიიჩნევს, რომ საკნის პირობები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე მისი ერთადერთი მოთხოვნა ტელევიზორის შეტანაა. „დაკავების შემდეგ ნიკა მელია თავდაპირველად გადაიყვანეს შსს-ს ერთ-ერთ განყოფილებაში, საიდანაც გადაიყვანეს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ფიქრობს, რომ დამაკმაყოფილებელია ციხეში არსებული პირობები. თავს გრძნობს მხნედ. ჰქონდა სურვილი, საჯაროდ მეთქვა, რომ ის საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზე არის. ერთადერთი მოთხოვნა ამ წუთას აქვს, რომ საკანში არ არის ტელევიზორი. ჩვენ ვესაუბრეთ ასევე ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, რომ ეს ლოჯისტიკური საკითხი მოგვარდება და მიეცემა საშუალება, რომ გაეცნოს მიმდინარე მოვლენებს“, - ამბობს ნინო ლომჯარია. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივიდა ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად. მისი სიტყვებით, უნდა გაარკვიოს, რა ტიპის გაზი გამოიყენეს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციისას. „პირველ რიგში დასაზუსტებელია, რა ტიპის გაზი იქნა გამოყენებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, ადამიანის უფლებათა კომისრის სტანდარტებით, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიეტეტის, ევროპული სასამართლოს, გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით, წიწაკის სპრეის გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ, სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, და განსაკუთრებით აკრძალულია ამ გაზის გამოყენება მათთვის, ვინც არ წარმოადგენს საფრთხეს პოლიციისთვის , - თქვა ნინო ლომჯარიამ. ნიკა მელია 23 თებერვალს დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის. ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დაგმეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების შესახებ.


Latest News
Hashtags:   

მელია

 | 

მოითხოვს

 | 

საკანში

 | 

ტელევიზორის

 | 

შეტანას

 | 

თავმჯდომარეს

 | 

ლომჯარია

 | 

ციხეში

 | 

შეხვდა

 | 

Sources