Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 7 days ago

კელი დეგნანი ამბობს, რომ დაელაპარაკებიან ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას  

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თქვა, რომ დაელაპარაკებიან ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ნახონ თუ არის გამოსავალი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ „დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე . ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის. ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დაგმეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების შესახებ.


Latest News
Hashtags:   

დეგნანი ამბობს

 | 

დაელაპარაკებიან

 | 

ოპოზიციას

 | 

„ქართულ

 | 

ოცნებას

 | 

Sources