Wednesday 3 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 7 days ago

„მსვლელობა იქნება თავისუფლებისთვის“ - ოპოზიცია 26 თებერვალს მანიფესტაციას გეგმავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ოპოზიციის უახლოესი გეგმა გააცნო. თბილისში 26 თებერვალს, 15:00 საათზე იგეგმება მსვლელობა, რომელიც დაიწყება ფილარმონიიდან. ის მიეძღვნება ოკუპაციას, „როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ“. „მსვლელობა იქნება თავისუფლებისთვის, ძალიან, ძალიან დიდი. სიმბოლური წელია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის 100 წლისთავის. სიმბოლურია, რომ ბოლშევიკები კვლავ მოვიდნენ ჩვენი სამშობლოს სათავეში“, - აცხადებს დეკანოიძე. „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. შემდეგ კი პარლამენტთან გადაინაცვლეს.  ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის წინ კარვებში აპირებს ღამის გათენებას.


Latest News
Hashtags:   

„მსვლელობა

 | 

იქნება

 | 

თავისუფლებისთვის“

 | 

ოპოზიცია

 | 

თებერვალს

 | 

მანიფესტაციას

 | 

გეგმავს

 | 

Sources