Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 7 days ago

ფრიდონ ინჯია: ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა და სხვა გამოსავალი არ იყო

ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ ნიკა მელია გადაიხდიდა გირაოს, არ გადაიხადა და სხვა გამოსავალი აქ არ იყო, - ამის შესახებ ევროპელი სოციალისტების წევრმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შესრულდეს, თუ გაბათილებული არ არის.

ქართველი კაცის დაპატიმრება ვის გაუხარდება? საქართველოში ალბათ არავის, მაგრამ ამ შემთხვევაში, მაინც იმედი მქონდა, რომ ნიკა მელია გადაიხდიდა იმ გირაოს, რადგან ერთხელ უკვე გადაიხადა. მეჩვენება, რომ ის თავის თამაშს არ თამაშობდა. ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ გადაიხდიდა გირაოს, არ გადაიხადა და სხვა გამოსავალი აქ არ იყო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არის მთლიანად ქართულ ოცნებაზე და ამ შემთხვევაში იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. როგორიც არ უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შესრულდეს, თუ გაბათილებული არ არის.


Latest News
Hashtags:   

ფრიდონ

 | 

ინჯია

 | 

მელიამ

 | 

გირაო

 | 

გადაიხადა

 | 

გამოსავალი

 | 

Sources