Sunday 7 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 12 days ago

სალომე ზურაბიშვილი სამი ქვეყნის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამი ქვეყნის ელჩებს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ განიხილებოდა პოლიტიკური მდგომარეობა. გავრცელებული ფოტომასალის მიხედვით, პრეზიდენტი შეხვდა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს; საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასსა და გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს. პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები , - ვკითხულობთ განცხადებაში. ამ შეხვედრას წინ უსწრებდა ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება. ის დღეს, 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. საპოლიციო ძალები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.


Latest News
Hashtags:   

სალომე

 | 

ზურაბიშვილი

 | 

ქვეყნის

 | 

ელჩებს

 | 

შეხვდა

 | 

Sources